სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიცია: გამოვლინდა არჩევნების გაყალბების მაღალი რისკი

სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციურმა სადამკვირვებლო მისიამ – “ჩემი ხმა” 25-მდე უბანზე ამოაჩინა, რომ ამომრჩევლებს ერთზე მეტი ბიულეტენი გადაეცემოდათ, მათ შორის – კახეთის რეგიონსა და აჭარაში. ასევე დაფიქსირდა ორი ბიულეტენით ხმის მიცემის მცდელობა სამ საარჩევნო ოლქში.
“ცხადია, ეს გაყალბების მაღალ რისკებს ქმნის. მსგავსი შემთხვევები გამოიწვევს შემაჯამებელ ოქმებში ბალანსის დადგენის პრობლემას. შესაძლებელია, აღნიშნული, ასევე, მიზნად ისახავდეს საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის საფუძვლის ხელოვნურად შექმნას ან სხვა ტიპის მანიპულაციას”, – აღნიშნავს “ჩვენი ხმა”.
კოალიციის მეთვალყურეების ინფორმაციით, გარკვეულ საარჩევნო უბნებზე, ვერიფიკაციის აპარატების განლაგების გამო, დამკვირვებლებს არ ეძლევათ რეგისტრატორის საქმიანობის დაკვირვების შესაძლებლობა. ასევე, ინფრასტრუქტურის/ტექნიკის არახელსაყრელი განლაგების გამო, დამკვირვებლებს არ ჰქონდათ ვერიფიკაციის აპარატის დაკვირვების შესაძლებლობა. ასეთი დარღვევები გამოვლინდა არაერთი ოლქის არაერთ უბანზე.
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია – “ჩემი ხმა” 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება. მისია აერთიანებს 2000-მდე ადამიანს. მათ შორის, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დაკვირვებაში ჩართულია 200 მოქალაქე. კოალიციის დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს ყველა საარჩევნო ოლქში, აგრეთვე ში აკვირდებიან. 73 საარჩევნო ოლქში მუშაობს 133 მობილური ჯგუფი. დამკვირვებლები დღის განმავლობაში ინფორმაციას რეგულარულად გვაწვდიან როგორც საარჩევნო უბნებზე არსებული პროცესის, ასევე კონკრეტული დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ.
შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო ა, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით აძლევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი აკვირდება. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი აკვირდება.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნებიცაა. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარია, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ცესკოში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, რაც არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.
მაღალი რანგის პოლიტიკოსებიდან ხმა უკვე მისცეს:
“ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
საქართველოს პრეზიდენტმა
პარლამენტის თავმჯდომარემ
თავდაცვის მინისტრმა.
ფინანსთა მინისტრმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
თბილისის მერმა.
პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და პოლიტიკურად აქტიურმა მოქალაქეებმა:
გიორგი გახარიამ (ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა)
ზურა გირჩი ჯაფარიძემ


მ (ყოფილმა პროკურორმა)
გიორგი მარგველაშვილმა (ყოფილმა პრეზიდენტმა)