სამოქალაქო აქტივისტი დავით ფუთურიძე ამბობს, რომ მას უცნობი პირები დაესხნენ თავს

სამოქალაქო აქტივისტი დავით ფუთურიძე ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ, საცხოვრებელ სახლთან, ხვიჩიას ქუჩაზე, სამი უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.
დაზიანებები სამოქალაქო აქტივისტს თავისა და სახის არეში აღენიშნება.
„თავდაპირველად ერთმა მომიქნია ხელი, ტელეფონზე ვლაპარაკობდი და ტელეფონი დამაგდებინა. ამასობაში უკნიდან მომხვდა რაღაც საგანი. შევბარბაცდი და წავიქეცი. სახეზე ავიფარე ხელები და ალბათ ორი წუთი მირტყამდნენ. არცერთს არ ვიცნობ, მაგრამ რომ ვნახო, ამოვიცნობ. ტერიტორია დატოვეს მანქანით, მუქი ნაცრისფერი მერსედესით. ერთი შეგინება გავიგე და მეტი არაფერი. მეოთხე ადამიანი იყო მძღოლი.
ამ ყველაფერს ჩემს პოლიტიკურ აქტიურობას ვუკავშირებ. დავდივარ აქციებზე. ორი კვირის წინ რაღაც გრაფიტების დაწერის გამო გამიტაცა პოლიციამ. მესიჯი იყო მარტივი, გაჩუმდიო და რაკი არ გავჩუმდი, რაღაცნაირად უნდა გამსწორებოდნენ და ეს მოიფიქრეს“.
31 იანვარს, დავით ფუთურიძის სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების [სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი] საქმეზე მიმდინარეობს.
უწყებაში მაშინ ამბობდნენ, რომ პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები დაადგინა და მათ მიმართ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
31 იანვარს აქტივისტი დავით ფუთურიძე ჰყვებოდა, რომ პოლიციამ მას საგამოძიებო ექსპერიმენტში მიაღებინა მონაწილეობა, რის შემდეგაც მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მისივე სიტყვებით, ამოღებულია ტანსაცმელი და ფეიერვერკები.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა