სამოქალაქო აქტივისტების სახლებში პოლიცია ჩხრეკას ატარებს

სამოქალაქო აქტივისტების სახლებში პოლიცია ჩხრეკას ატარებს.
აღნიშნულის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში თავად წერენ.
კერძოდ, სამოქალაქო აქტივისა და „ფეისბუქ“ ჯგუფის, „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის (ნენსი ვოლანდი) სახლში სამართალდამცველები ამ წუთებშიც იმყოფებიან.
„ჩემს კართან მოვიდა პოლიცია, კარს თუ არ გააღებთ იძულებით შემოვალთო“, – დაწერა ბოტკოველმა სოციალურ ქსელში.
პოლიცია მის საცხოვრებელ სახლს ჩხრეკს. საგამოძიებო მოქმედებებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე ესწრება.
აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შოთა თუთბერიძემ თავად განუცხადა.
სამართალდამცველები იმყოფებიან „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ილია ღლონტის საცხოვრებელ სახლშიც.
აღნიშნულის შესახებ ილია ღლონტი სოციალური ქსელის ჯგუფში წერს.
„ჩემთანაც პოლიციაა მოსული!“ – წერს ღლონტი.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლიცია კიდევ ერთი სამოქალაქო აქტივისტის, ისაკო დევიძის სახლშიც მივიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე