სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ 4 ნოემბერს რუსთაველზე აქციაა დააანონსა

სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ [„ძლიერი საქართველო“, „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“] 4 ნოემბერს, 19 საათზე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაანონსა.
„ჩვენს პარტნიორებს სჭირდებოდათ და სჭირდებათ [გაყალბების] სქემები. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ ოპერაციაზე ს მოტაცებისთვის. მოვიპოვეთ სქემები, რომელიც დასტურდება ათასი ვიდეოფაილით. ვინც ჩართული იყო, იქნება გამოვლენილი და დასჯილი. შევიკრიბებით, ორშაბათს საღამოს, შვიდ საათზე“, – აღნიშნა საერთო ბრიფინგზე ანა დოლიძემ.
ელენე ხოშტარიამ კი თქვა, რომ ოპოზიცია საზოგადოების წარმომადგენლებს მიიწვევს შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისთვის.
„ეს იქნება შედეგებზე ორიენტირებული აქციები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე თბილისის პროკურატურაში, გამოკითხვაზე იმყოფება – ის სავარაუდოდ, 2019 წლის 20 ივნისის აქციის საქმესთან დაკავშირებით იკითხება

გია ვოლსკი – EPP-იმ რეზოლუცია მიიღოო ისე წერენ, თითქოს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რაღაც რეზოლუცია, მავნებლობის სხვა ფორმაა ეს, „ნოუჰაუ“ – გიგი წერეთელი თინა ბოკუჩავად და ლევან ხაბეიშვილად გადაიქცა