ქუთაისში მდებარე სამკერვალო „იმერმა“ იტალიურ ბრენდ „მონკლერთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა. სამკერვალომ ბრენდთან მუშაობა ზაფხულში გაწყვიტა. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა რა გახდა თანამშრომლობის გაწყვეტის მიზეზი. ,,იმერის“ დირექტორი მაია სიმონიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მას არ შეუძლია დეტალებზე საუბარი, რადგან ,,მონკლერისგან“ საჭირო თანხმობა არ აქვს.
,,მათგან არ მაქვს თანხმობა, რომ ვილაპარაკო ამ თანამშრომლობაზე. პირდაპირ აკრძალული მქონდა და ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგან მათ ასეთი სურვილი აქვთ. თანამშრომლობა ზაფხულიდან გავწყვიტეთ. მე კი ვიცი მიზეზი, მაგრამ მათ მოითხოვეს თავიდანვე, რომ არ ვილაპარაკოთ ამ თემაზე. მათი პოლიტიკაა ასეთი.“- აცხადება მაია სიმონიძე.
ქუთაისში მდებარე სამკერვალო „იმერი“ ამ ეტაპზე ბულგარულ ფირმასთან და ქართველ დიზაინერთან თანამშრომლობს. „ავთანდილის“ სამოსი ,,იმერში” იკერება.
,,სხვა ევროპულ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ. მას სხვადასხვა ფირმის შეკვეთები მოაქვთ თავად. ახლა ვმუშაობთ ქართველ დიზაინერთან „ავთანდილთან“ და ბულგარულ კომპანიასთან.“- აცხადებს მაია სიმონიძე.
