სამი წელი არავითარი პერსპექტივა არ აქვს არც ადგილობრივ აგენტურას და არც მათ პატრონებს, რომ არიონ ეს ქვყანა, ერთი ვარიანტია, რომ მიიღონ პრაგმატული გადაწყვეტილება და აქედანვე, ომის დასრულებამდეც იფიქრონ ურთიერთობების გადატვირთვაზე

სამი წელი არავითარი პერსპექტივა არ აქვს არც ადგილობრივ აგენტურას და არც მათ პატრონებს, რომ არიონ ეს ქვყანა, ერთი ვარიანტია, რომ მიიღონ პრაგმატული გადაწყვეტილება და აქედანვე, ომის დასრულებამდეც იფიქრონ ურთიერთობების გადატვირთვაზე
ვიდრე ში ომი გრძელდება, „დიფ სთეითს“ აქვს კონკრეტული ინტერესი, ამაში ჰყავს ჩართული ევროპული ბიუროკრატია, რომ როგორმე საქართველოში მოხდეს მეორ ფრონტის გახსნა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, როგორც კი ში ომი დასრულდება, რეალური გახდება ურთიერთობების გადატვირთვა.
„ომის დასრულებაზეა დამოკიდებული პრინციპულად ურთიერთობების გადატვირთვა. ეს პროცესი გრძელდება. ჰქონდათ კიდევ ერთი დამხობის მცდელობა, გამოიყვანეს ევროკავშირის პრეს სპიკერი და მხარი დააჭერინეს დამხობის აქციისთვის. ესეც არის ომის გამოძახილი. ვიდრე ომი გრძელდება, „დიფ სთეითს“ აქვს კონკრეტული ინტერესი, ამაში ჰყავს ჩართული ევროპული ბიუროკრატია, ინტერესია, რომ როგორმე საქართველოში მოხდეს მეორ ფრონტის გახსნა და მანამდე ეს ინტერესი დარჩება, რომ არიონ საქართველოში ვითარება, შეცვალონ ხელისუფლება. ამიტომ, ჩვენ მოთმინებით ველოდებით ომის დასრულებას. როგორც კი ომი დასრულდება, ვფიქრობთ, რომ რადიკალურად შეიცვლება მდგომარეობა რეგიონში, კონტინენტზე და ამის შემდეგ რეალური გახდება ურთიერთობების გადატვირთვა. სამი წელი აღარ იქნება, ხედავენ, რომ დამხობის მეხუთე მცდელობა ჩავარდა და შანსი აღარ აქვთ, სამი წელი არავითარი პერსპექტივა არ აქვს არც ადგილობრივ აგენტურას და არც მათ პატრონებს, რომ არიონ ეს ქვყანა. ერთი ვარიანტია, რომ მიიღონ პრაგმატული გადაწყვეტილება და აქედანვე, ომის დასრულებამდეც იფიქრონ ურთიერთობების გადატვირთვაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება

ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის – სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით, 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ

უსამართლო დამოკიდებულებას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა ქართველ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან დიდი სიბრძნე აქვს შეძენილი, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ სრულიად უსამართლოა განცხადებები, ქმედებები ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ამას ვერავითარი