სამი ადამიანი დაიღუპა ვორონეჟში, ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად

მოხდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება, რომ ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ორი დაშავდა.

სააგენტო „ტასსის“ ცნობით, ხანძრის კერა იყო ელექტრომექანიკური ქარხნის ელექტრო ტექნიკის საამქრო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი 500 კვადრატული მეტრის ფართობს მოედო. ხანძარი ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს გამოძიება.
ს მიერ ში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთის რეგიონებზე რეგულარულად ხორციელდება საარტილერიო და საავიაციო იერიშები, რასაც მსხვერპლი და ნგრევა ახლავს. რუსეთში ასევე გახშირდა კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანებისა და ცეცხლის წაკიდების შემთხვევები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ თავდასხმები უკრაინული მხრიდან ხორციელდება. უმეტეს შემთხვევაში ამ ცნობებზე კომენტარს არ აკეთებს.