სამინისტროებმა 10-ჯერ მეტი დახმარება მიიღეს ევროკავშირისგან, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებამ – ევროკომისია

ევროკომისიის გენერალური დირექტორატი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) საქართველოს მიმართ ევროკავშირის დახმარებაზე არასწორ ინტერპრეტაციას ეხმაურება და „უცხოური აგენტების“ კანონის კონტექსტში ევროკავშირის დაფინანსებების შესახებ აქვეყნებს მონაცემებს.
DG NEAR წერს, რომ სამინისტროებმა 10-ჯერ მეტი დახმარება მიიღეს ევროკავშირისგან, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოებამ.
ევროპული კომისიის მონაცემებით, საქართველოში, 2019-2024 წლებში საჯარო უწყებებს ევროკავშირისგან მიღებული აქვთ 518 მლნ ევრომდე დახმარება (აქ შედის €75-მილიონიან სესხს COVID-ის დრო), მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებაზე 46.1 მლნ ევრო, ხოლო კერძო სექტორზე 6.1 მლნ ევრო მიიღეს.
ამავე პერიოდში ევროკავშირისგან ყველაზე მეტი თანხის მიმღებ ბენეფიციარები იყვნენ:
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 111.55 მლნ ევრო;
ფინანსთა სამინისტრო – 101.4 მლნ ევრო;
თავდაცვის სამინისტრო – 62.75 მლნ ევრო;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 57 მლნ ევრო;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 30.5 მლნ ევრო;
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 25.07 მლნ ევრო;
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია – 19 მლნ ევრო;
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო – 12.85 მლნ ევრო;
შინაგან საქმეთა სამინისტრო – 10.5 მლნ ევრო;
მთავრობის ადმინისტრაცია – 7.4 მლნ ევრო;
საქართველოს პარლამენტი – 7.4 მლნ ევრო.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ვენეციის კომისიის შეფასებები აცდენილია საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს, ვხედავთ მოწოდებას, დავუშვათ ერთნაირსქესიანთა ქორწინება, თუ მსგავსი კავშირის სამართლებრივი აღიარება

ანრი ოხანაშვილი – ვიდრე ჩვენთან ოფიციალურ დონეზე არ იქნება საუბარი, ჩვენი მხრიდან კომენტარი არასერიოზული იქნება – დაველოდებით, თუ ვინმეს რაიმე კომუნიკაცია სურს, დღეს და ახლა სანქციების მატარებელი ჩავლილია