“სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის” – უვიზოს შესაძლო გაუქმებაზე

“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრის თქმით, “ტექნიკური საკითხია, რომ შენ გიწევს ან არ გიწევს რიგში დგომა ვიზასთან დაკავშირებით”. როგორც მ პარტიის გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა “არაეგზისტენციალური საკითხია ადამიანისთვის”.
მან ჟურნალისტის კითხვას იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც უვიზო რეჟიმის პირობებში ევროკავშირის ქვეყნებში სამეციდინო სერვისების მისაღებად მიდიან, “სამარცხვინო სპეკულაცია” უწოდა.
“უამრავი ქვეყანაა, თუ გინდა მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება კონკრეტული მიმართულებით მიიღო, სხვა ქვეყნებიც არის. ეს ცარიელი, თითიდან გამოწოვილი ამბავია”,- ამბობს .
საქმე ისაა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად საჭირო რეკომენდაციების შესრულებისთვის ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს. “ქართულმა ოცნებამ” 14 ივნისს ბრიუსელიდან წერილი მიიღო, სადაც გასული წლის ბოლოს გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე განახლებული ინფორმაციაა მოთხოვნილი. კომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ინფორმაციას 31 აგვისტომდე ელის და ასევე ელის კონკრეტულ ნაბიჯებს შესაბამისი საკითხების მოსაგვარებლად. საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც 2024 წლის 6 დეკემბერს მიღებულ ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში მიემართა საქართველოს. ანგარიშში ევროკომისიამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების შესახებ. სწორედ ამ კონტექსტში, იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის. ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებას შემდეგი ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშის ფარგლებში შეაფასებს, რის საფუძველზეც, დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები მე-8 მუხლის საფუძველზე, ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის