სამეგრელოში მობილური საკონსულტაციო კამპანია მიმდინარეობს

იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო კამპანია სამეგრელოს რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს.
ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ხვდებიან და მათ საქართველოში მოქმედ უფასო სამართლებრივ სისტემას, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს აცნობენ.
იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ხობსა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახალ ხიბულაში, საჯიჯაოში, ხამისკურში, ხეთაში, ნოჯიხევში ადგილობრივებმა უკვე ისარგებლეს იურიდიული დახმარების სამსახურის “მობილური საკონსულტაციო ცენტრით” და მიიღეს ინდივიდულაური კონსულტაციები მათთვის საინტერესო საკითხებზე: სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ქულების მინიჭება და გასაჩივრება, საოჯახო დავებთან დაკავშირებული საკითხები, მიწის ნაკვეთით სარგებლობა და რეგისტრაცია, საბანკო და სახელშეკრულებო ურთიერთოებები, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, განრიდება მედიაცია და სხვ.
„აღსანიშნავია, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის “მობილური საკონსულტაციო ცენტრი” არის სპეციალური მიკროავტობუსი, რომელიც მოეწყო და აღიჭურვა გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) “კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის” პროექტის ფარგლებში. ცენტრი სპეციალურად განკუთვნილია ის სოფლებისა და სხვა დასახლებული პუნქტებისათვის, რომლებიც იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისებისგან მოშორებით მდებარეობს. მობილური საკონსულტაციო ცენტრის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად გადაჭრა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე მოსახლეობის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის პრობლემა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…