სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო –

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის (ოპე­რა­ტი­უ­ლი) და სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით, ზუგ­დიდ­ში მცხოვ­რე­ბი, 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი რ.ბ. და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.
უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლი 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
“სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის­გან, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა “მე­თა­დო­ნი“-ს შემ­ცვე­ლი გრა­ნუ­ლე­ბი, ფხვი­ე­რი მასა და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ამო­ი­ღეს.
გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის “ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს”, – აღი­ნიშ­ნე­ბა უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშხი: მნიშვნელოვანი იყო ის გამოხმაურებები, რაც ჩვენს პირველ ლედის გამოსვლის შემდეგ ჰქონდა, ტრამპის ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კომპლიმენტებით აავსო პირველი ლედი(ვიდეო)

თურქეთში, ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, 14 პირი დააკავეს, მათ შორის ბიზნესის, სპორტისა და შოუ-ბიზნესის სფეროს ცნობილი ფიგურები – გაცემულია მსახიობ ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი