სამების საპატრიარქო სახელმწიფო კამერულმა გუნდმა გერმანიაში, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, სოლო კონცერტი გამართა

სამების საპატრიარქო სახელმწიფო კამერულმა გუნდმა გერმანიაში სოლო კონცერტი გამართა.
კონცერტი 19 აგვისტოს, ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში შედგა.
„სოლო კონცერტი გერმანიაში ანშლაგით გაიმართა. სამების საპატრიარქო გუნდმა ორსაათიანი პროგრამა წარადგინა გერმანელი მსმენელის წინაშე. კონცერტის პირველ განყოფილებაში შესრულდა იოსებ კეჭაყმაძის და ზვიად ბოლქვაძის თანამედროვე საგუნდო ნაწარმოებები, მეორე განყოფილებაში – ქართული ტრადიციული მუსიკის ნიმუშები, ხოლო ბისზე გუნდმა ყანჩელის მინიატურები შეასრულა“, – ნათქვამია პრესრელიზში.
ხელოვნების ფესტივალი „რუტრიენალე“ ყოველწლიურად რურის მიტროპოლიაში იმართება.
ფესტივალის პროგრამაში ერთმანეთს ერწყმის სპექტაკლები, კონცერტები, ინსტალაციები და ვიზუალური ხელოვნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით