სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს

სამების საკათედროტაძარში სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს. ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო აღავლენს. სამების საკათედრო ტაძარშია უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს გააცნობენ.
ლიტურგიას ესწრებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ირაკლი , , , და სხვები.
სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ წმინდა ცეცხლსაც.
იერუსალიმში, უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:36 საათზე გადმოვიდა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)