“სამგურალს” მიხეილ აშვეთია გაწვრთნის

უკრაინელ მწვრთნელს ოლეკსანდრ პოკლონსკის “სამგურალთან” კონტრაქტი დაუსრულდა და სამშობლოში დაბრუნდა, მის ნაცვლად კი გუნდი მიხეილ აშვეთიამ ჩაიბარა, – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს:
“წყალტუბოს “სამგურალს” გუნდის სპორტული დირექტორი მიხეილ აშვეთია გაწვრთნის.
46 წლის სპეციალისტი პრო ლიცენზიის მფლობელია და საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილებაც აქვს.
წლების წინ მუშაობდა ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელად. 2021 წლიდან იყო “სამგურალის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. გასულ წლიდან მუშაობს კლუბის სპორტულ დირექტორად.
ვულოცავთ მას, ამ საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნას და წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ!”

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში