„სამარცხვინო დღეა საქართველოსთვის“ – საერთაშორისო რეაქციები რუსული კანონის მიღებაზე

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასა და რუსული კანონის საბოლოოდ მიღებას საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს შეაფერხებს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ს განცხადებით, ქართველი ხალხის უმრავლესობას ვროკავშირში გაწევრიანება სურს, თუმცა
რუსული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირის გზაზე.
„ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას დაუბრუნდეს ევროკავშირის მისწრაფებებს“, – წერს X-ზე ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, რუსული კანონის საბოლოოდ მიღებით თითქმის ვერავინ იხეირებს.
„ძალიან სამწუხარო დღეა საქართველოსა და დანარჩენი ევროპისთვის. ამ კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამით ვერავინ იხეირებს, თითქმის ვერვან“, – წერს ლანდსბერგისი X-ზე.
ს საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა არ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა.
„ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ საქართველოს პარლამენტის არჩევანით, რომ არ გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა ევროინტეგრაციის გზაზე და დატოვოს საკუთარი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში განუსაზღვრელი ვადით“, – წერს მარკუს ცაჰკნა X-ზე.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებით, რუსული კანონი საქართველოსთვის ევროკავშირის გზიდან გადახვევაა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, რომ მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან გადაახვევინებს.
გასულ წელს ევროკავშირმა მისცა საქართველოს შანსი კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს იყო ისტორიული მომენტი საქართველოსთვის და მკაფიოდ მხარდაჭერილი მისი ხალხის მიერ. სევდიანი დღეა“, – წერს ბაიბა ბრაჟე X-ზე.
რუსული კანონის საბოლოოდ მიღებას ეხმაურება დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მოქმედების კურსს არ შეიცვლის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვერ წავა.
„მიუხედავად მოსახლეობის წინააღმდეგობისა და საერთაშორისო მოწოდებებისა, საქართველოს მმართველმა პარტიამ დღეს მიიღო კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“, რათა გააჩუმოს ოპოზიცია, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.
თუ მმართველი პარტია არ შეცვლის მოქმედების კურსს, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ვერ წავა“, – აცხადებს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი, „ქართული ოცნების“ მიერ ვეტოს დაძლევა აშკარა სიგნალია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი.
„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ვიხილავთ დამოუკიდებელი დემოკრატიების ევროპულ ოჯახში. ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომელთაც სურთ თავიანთი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი“, – აცხადებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბილსტრომის განცხადებით, რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე ექნება გავლენა.
„საქართველოს მმართველმა უმრავლესობამ გადაწყვიტა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღება, მიუხედავად დიდი პროტესტისა, საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციისა მისი გაუქმების შესახებ.
ვინაიდან კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან, გადაწყვეტილებას ექნება შედეგები ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე“, – აცხადებს ტობიას ბილსტრომი.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა კი დღევანდელ დღეს საქართველოსთვის „სამარცხვინო“ უწოდა.
„სამარცხვინო დღეა საქართველოსთვის, რადგან მთავრობამ მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, მიუხედავად უფლებადამცველების წინააღმდეგობისა, მასობრივი პროტესტისა და პრეზიდენტის ვეტოსი.
პირდაპირ ვიტყვი: საქართველოს მთავრობამ მომატყუა გაეროს სპეციალური წარმომადგენელს და დამარწმუნა, რომ კანონს ხელახლა არ შემოიღებდნენ“, – წერს X-ზე მერი ლოლერმა.
რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი. მისი თქმით, ვეტოს დაძლევით ხელისუფლებამ უარი თქვა კანონის უკან გაწვევის შესაძლებლობასა და შინაარსობრივ დიალოგზე. მისივე თქმით, ხელისუფლებამ უგულებელყო
ვენეციის კომისიის ცალსახა რეკომენდაციები, რომლის ავტორიტეტული სამართლებრივი მოსაზრებები ასახავს ევროპის საბჭოს დემოკრატიულ სტანდარტებს.
„აქედან გამომდინარე, მე ღრმად ვარ შეშფოთებული კანონის უარყოფითი ზემოქმედებით ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიულ კონტროლსა და ბალანსზე, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თავისუფალი და სამართლიანი ს გარემოსაც“, – აცხადებს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.
რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს გაერთიანებული სამეფოს საელჩოც.
„გაერთიანებული სამეფო უაღრესად შეშფოთებულია გამჭირვალობისა და უცხოური გავლენის კანონპროექტზე ვეტოს დაძლევით. ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი უკან გადაგმული ნაბიჯია და დააზარალებს საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტში დღეს, 28 მაისს, განიხილეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მას მხარი არ დაუჭირეს. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების წინააღმდეგ ხმა 66-მა დეპუტატმა მისცა.
ამის შემდეგ კენჭი ეყარა მანამდე სამი მოსმენით მიღებულ რუსულ კანონს, რომელსაც 84-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა და, შესაბამისად, პრეზიდენტის ვეტოც დაიძლია.
პროცედურის მიხედვით, ახლა რუსული კანონი 3 დღის ვადაში გადაეცემა პრეზიდენტს, რომელმაც 5 დღის ვადაში მას ხელი უნდა მოაწეროს და გამოაქვეყნოს.
თუმცა, ვინაიდან რუსულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია, მასზე ხელს არ მოაწერს. პრეზიდენტისთვის ხელმოსაწერად განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 5 დღის ვადაში რუსულ კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.