სამარყანდში მსოფლიოს ჩემპიონატი სწრაფ ჭადრაკში დასრულდა.
ვაჟთა შორის ჩემპიონი 13-იდან 10 ქულით მაგნუს კარლსენი გახდა, მეორეზე ვლადიმირ ფედოსეევი გავიდა, ხოლო მესამეზე იუ იანი.
ქართველი მონაწილეებიდან ყველაზე კარგად ითამაშა გიგა ყუგარაძემ. გიგა, მთელი ტურნირი ლიდერთა შორის იყო და მხოლოდ ფინიშზე განცდილმა 2 მარცხმა დააკარგვინა საპრიზო ადგილზე გასვლის შანსი.
ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:
· გიგა ყუფარაძე – 7,5 ქულა;
· ბაადურ ჯობავა – 6,5 ქულა;
· ლევან ფანცულაია – 6 ქულა;
საპრიზო ფონდი 350 ათასი დოლარი იყო და ჩემპიონმა 60 ათასი მიიღო.
ხვალ და ზეგ ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში გაიმართება და 21 ტური გათამაშდება.
ქალთა შორის ჩემპიონის გამოსავლენად დამატებით ტაი-ბრეიკი დაინიშნა, რადგან პირველობა ერთბაშად სამმა მონაწილემ გაინაწილა 11 -იდან 8,5 ქულით.
დამატებითი ტაიბრეიქით სამეული შემდეგნაირად განაწილდა.
I – ანასტასია ბოდნარუკი;
II – ჰამპი კონერუ;
III – ლეი ტინცზი;
ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:
· ბელა ხოტენაშვილი – 6 ქულა
· მერი არაბიძე – 5,5 ქულა;
· სოფიო გვეტაძე – 5 ქულა;
· ნინო ბაციაშვილი – 5 ქულა;
საპრიზო ფონდი 150 000$ შეადგენდა იყო და ჩემპიონის წილად 40 000 მოდიოდა.
ხვალ და ზეგ ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში გაიმართება და 17 ტური გათამაშდება.