სამართალდამცველებმა ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს.
კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ძებნილი – 1999 წელს დაბადებული მ.დ. ბათუმში დააკავეს. „მსჯავრდებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 18 დეკემბრიდან, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით იძებნებოდა. დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი არის რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი – კეთილი ინებოს, მივიდეს პარლამენტში და დაასაბუთოს, რომ ეს ფასნამატი არის სწორი, ჯანსაღი, არ ეფუძნება კარტელურ გარიგებებს