სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის სახლში აპირებენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას

სამართალდამცველები ჯგუფ „დაიტოვეს“ კიდევ ერთი დამფუძნებლის, ქრისტინე ბოტკოველის სახლში აპირებენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. მანამდე ქრისტინე ბოტკოველი მისი მეგობრის, ილია ღლონტის სახლში მივიდა, სადაც ჩხრეკა ჩატარდა.
ქრისტინე ბოტკოველის განმარტებით, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ჯგუფ “დაიტოვეს” აქტიურობას უკავშირდება.
„მოვედი ილია ღლონტის სახლში იმიტომ, რომ ჩემი მეგობარია. ველოდებოდი რა მოხდებოდა, რატომ იყო პოლიცია შესული, უცებ მოვიდნენ ჩემთან, სახელი-გვარი მკითხეს და მითხრეს, რომ ჩემთან გასაუბრება უნდათ. დავიბენი, პირველად ვხედავ ჩემს ცხოვრებაში ასეთ რამეს. პოლიციას მაშინ ვიძახებ, როცა მიჭირს და ვიძახებ, რომ დამეხმარონ”,-განაცხადა ქრისტინე ბოტკოველმა.
მისი განმარტებით, სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ, იგეგმება თუ არა სახლში ჩხრეკა. ის სამართალდამცველების დაკითხვას ჯგუფ “დაიტოვეს” საქმიანობას უკავშირებს.
“აქტიური ადამიანი ვარ და ალბათ, ვიღაცებს თვალში ვეჩხირები”,-განაცხადა ბოტკოველმა.
ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, აქტივისტ ილია ღლონტის სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავა – საქართველო უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბი, ახლა ყალიბდება ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბად – ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველად, თბილისში ვატარებთ ფინანსურ სამიტს

ნიკოლ ფაშინიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე – სომეხი და აზერბაიჯანელი პრემიერები ერთმანეთს მადლობას რომ ვუხდით, ეს წარმოუდგენელი იყო 1 წლის წინ, ახლა რეალობაა – ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია