სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით კიდევ ერთი აქტივისტი, იმედა კლდიაშვილი დააკავეს

სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით კიდევ ერთი აქტივისტი, იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მისი ადვოკატი, ბორის ჩელე ყურუა აცხადებს, მისთვის უცნობია, თუ კონკრეტულად რას ედავებიან კლდიაშვილს. თუმცა, ის ვარაუდობს, რომ კლდიაშვილი „გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის“ არის დაკავებული.
ყურუასთვის დაკავებულის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. მისი ვარაუდით, კლდიაშვილის მიმართ სასამართლო ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე დიდი ალბათობით, დღესვე იმსჯელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება