სოციალურ ქსელში მარიამ ჩხიკვიშვილი წერს, რომ საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გურიაში სტიქიით დაზარელებულთა დასახმარებლად 10 ათასი ლარი გადარიცხა:
“ძალიან გახარებული ვარ და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს ამბავი. ხვიჩა კვარაცხელიამ 10 000 ლარი გადმორიცხა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომელთაც ეს ახლა, ყველაზე მეტად სჭირდებათ. დიდი გულის ბიჭია ხვიჩა და უკან ასმაგად დაბრუნებოდეს ეს სიკეთე. როგორც ვიცი, სხვა სოფლებშიც ასე დაეხმარა დაზარალებულ ოჯახებს. ხვიჩააააა, მადლობა, შენ ხარ სასწაული ადამიანი!”
“პირველი პოსტის შემდეგ, სადაც ვწერდით, რომ პსჟ-ს ქართველმა ვარსკვლავმა გურიაში სტიქიით დაზარალებულთათვის 10 000 ლარი გადარიცხა, პირად შეტყობინებაში დაგვიკავშირდა 2 სხვადასხვა ადამიანი, ვინც გვითხრა, რომ მსგავსი რაოდენობის თანხა ხვიჩამ მათაც ჩაურიცხა”.
ბითაძეს,ბასილაშვილს,ფაჩულიას არანაკლები ქონება აქვთ დაგროვებული,მაგრამ ყოველთვის კვარაცხელიას თხოვენ ყველაფერს,გამოხმაურება ვნახე ხალხის და თანხა ეცოტავათ,გაგიჟდები რა, სხვა სპორტსმენებს რატომ არ თხოვთ იგივეს რასაც ხვიჩას??!!
Რაღაც ხომ არ გეᲨლებათ? Ან სხვა ხვიჩა კვარაცხელია ხომ არაა? 10 ათასი ლარი სასაცილო თანხაა ხვიჩას მხრიდან،، 100 000 მაინც იქნება მინიმუმ. Თუ სიმართლეა 10 ათას ჯობდა სულ არ ჩაერიცხა.
