სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
“ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და დიდ ომებს ვერ მოვიგებთ – არც გვინდა ჩავერთოთ, არც დიდ და არც პატარა ომებში.
მთავარი ასპარეზი, სადაც ქართველმა შეიძლება უმაღლეს დონეზე აწიოს ქართული დროშა და გააჟღეროს ჰიმნი, სპორტია.” – ი. კობახიძე
●ამის მთქმელი კაცი ეროვნულობაზე, ტრადიციებზე, ღირებულებების დაცვაზე დებს თავს, ოღონდ, საოკუპაციო ხაზთანაც არ არის ნამყოფი.
●დღეს წავა დიდგორობაზე და იქიდან ალბათ კიდევ ერთხელ დაამცირებს ქართველ ხალხს და შეურაცხყოფას მიაყენებს.
●რა სიმბოლურია, რომ ზუსტად დღეს მიუსაჯეს ქართველ ჯარისჯაცს 2 წელი. ოღონდ სამშობლოს დაცვისთვის, მისთვის თავგანწირვისთვის.
●ანატოლი გიგაური თურმე 15 წელი მსახურობდა ქართულ ჯარში. ავღანეთის საბრძოლო მისიაშიც მონაწილეობდა და 2008 წლის აგვისტოს ომშიც.


