სალომე სიმონია: განათლების მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანის მამა ნაციონალური მოძრაობის 2008-2012 წლების მე-7 მოწვევის დეპუტატი იყო. მისმა კომპანიებმა 150 000 ლარი შესწირეს ნაციონალურ მოძრაობას

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
განათლების მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანის მამა, კანდიდ კვიციანი ნაციონალური მოძრაობის 2008-2012 წლების მე-7 მოწვევის დეპუტატი იყო.
მისმა კომპანიებმა 150 000 ლარი შესწირეს ნაციონალურ მოძრაობას.
ქოცების დროს კი, 91 მილიონი ლარის ტენდერები აქვს მოგებული.
■ კანდიდ კვიციანის შვილი, განათლების რეფორმით თურმე ხმალამოღებული ებრძვის მამამისის ნამოღვაწარს. ილიაუნის განადგურებას იქ ნაცების სიმრავლით ამართლებენ.
■ კანდიდის სიძე – გაძვირებული ფასების კომისიის მილიონერი თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი კი, ნაცების მიერ მომატებულ ფასებს ებრძვის გამალებითა და მონდომებით.
⬇️სიძის მილიონები:
● 2,4 მილიონი ლარის კერძო სახლი
● 3 მილიონი ლარის მიწის ნაკვეთები
● 5,4 მლნ. შემოსავალი კომპანიიდან
● 3,5 მლნ. ლარის გადარიცხვები
● 847 000 ლარის 2 ავტომობილი
● 741 870 ლარი ანგარიშებზე
● 144 600 ლარი ნაღდი ფულის სახით
● 732 315 დახარჯა 1წლის საყიდლებში
● 86 275 ლარი მკურნალობისთვის
● 37 307 ლარი განათლებისთვის
● 319 300 ლარი მოგზაურობისთვის
ეს ოცნების დეპუტატის, შოთა ბერეკაშვილისა და მისი მეუღლის დეკლარირებული ქონებაა. ორივე რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. მის კომპანიას “ბკ ქონსთრაქშენს” 53 მილიონის ტენდერი აქვს მოგებული. აქედან, 46 მილიონი ბოლო 3 წელში. შარშან 60 000 ლარი ოცნებას შესწირა. (იხ. კომენტარი)
1,3 მილიონი ადამიანი შემწეობას ოფიციალურად ითხოვს. აქედან, 708 ათასი სოციალურად დაუცველი თვეში 30-60 ლარიან დახმარებას იღებს. 350 ათასი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა.
თურმე, ბერეკაშვილს მისი მრავალ მილიონიანი ბიზნესები მიუტოვებია და დღე და ღამე ამ გაჭირვებულ ხალხზე ზრუნავს. ახლა გაძვირებული ფასების საპარლამენტო კომისიაც მას აბარია.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომელმა პირად ავტომობილში, საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიიყენა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა