სალომე სამადაშვილი – ჩვენ დღეს რეალურად ვცხოვრობთ პოლიტიკური ოკუპაციის რეჟიმში – დღეს საქართველოს დისტანციურად მართავს

ჩვენ დღეს რეალურად ვცხოვრობთ პოლიტიკური ოკუპაციის რეჟიმში. მე მინდა, რომ ყველამ გაიგოს ძალიან ნათლად, რაც საქართველოში მოხდა ეს არის გამეორება 1921 წლის სცენარის უბრალოდ ამ შემთხვევაში შემოვიდა საქართველოში არა საბჭოთა ჯარით და ტანკებით, არამედ გაყალბებული თ, ხელისუფლების უზურპაციის გზით, დღეს საქართველოს დისტანციურად მართავს ,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა უნდა შედგეს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა, რადგან სამადაშვილის თქმით, თუ პირველი რესპუბლიკა დაასრულა საბჭოთა ჯარმა, მეორე რესპუბლიკას ასრულებს საბჭოთა რუსული სპეცოპერაცია.
„ან ჩვენ ახლა ვიბრძოლებთ, მნიშვნელობა არ აქვს -პარტიები, ხალხი, თითოეული მოქალაქე, ვისაც სიარული შეუძლია, ვისაც შეუძლია ფეხზე ადგეს და გამოვიდეს ქუჩაში, ან ჩვენ ახლა დავიცავთ საქართველოს, ან სახელმწიფო კი არა, ამ ქვეყანაში ქართველი აღარ დარჩება, იმიტომ, რომ მოუწევს გაქცევა ძალიან ბევრ ადამიანს ამ ქვეყნიდან. ამიტომ, მე მინდა, მივმართო ყველას- საჯარო მოხელეებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ დღეს ერთად უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ერთიათად იქნება ამ ბრძოლაში, იმიტომ, რომ ეს არ არის ოპოზიციური ბრძოლა, დღეს საქართველოში უნდა შედგეს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ოკუპაციის პირობებში. ეს გითხრათ თქვენ საქართველოს პრეზიდენტმა. მე არ მინდა, რომ ის დარჩეს უკანასკნელ ლეგიტიმურ პრეზიდენტად ამ ქვეყნის, განსაკუთრებით მისი ბიოგრაფიის გათვალისწინებით, მან იცის, რას ნიშნავს რესპუბლიკის დასრულება. პირველი რესპუბლიკა დაასრულა საბჭოთა ჯარმა, მეორე რესპუბლიკას ასრულებს საბჭოთა რუსული სპეცოპერაცია“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა