სალომე სამადაშვილი – სინამდვილეში ღარიბაშვილმა რაც თქვა არის ის, რომ ივანიშვილი უარს ამბობს ევროპულ გზაზე – შესაბამისად არჩევანი, რომელიც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის მარტივი: ან ევროპა, ან ბიძინა და რუსეთი

რუსული კანონის ხელმეორედ დაინიცირებით, ევროკავშირს „ოცნებამ“ უთხრა, რომ საქართველოში ამას ხალხი არა, ბიძინა განსაზღვრავს, ამიერიდან და დიდი ხნით… – ამიტომ, სინამდვილეში ღარიბაშვილმა რაც თქვა არის ის, რომ ივანიშვილი უარს ამბობს ევროპულ გზაზე,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულით ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ს განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, ამასთან, „არც ევროკავშირია მზად გაფართოებისთვის“.
“რა მოგვატყუა ღარიბაშვილმა გუშინ, როდესაც განაცხადა, რომ თუ რუსული კანონია დაბრკოლება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ახლა ხომ არ ვართ მაინც მზად გასაწევრიანებლად, როცა მზად ვიქნებით, გავაუქმებთ ამ კანონს, რა პრობლემააო. სინამდვილეში-რუსული კანონის მიღება არის დეკლარირება, რომ საქართველო დღეს კი არა, არასდროს არ იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, თუ დარჩება ხელისუფლებაში. რატომ?
ამ კანონის ნამდვილი მიზანია: საქართველოში დემოკრატიის, მედია და პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვა და არჩევნების ბუტაფორიად გადაქცევა.
ევროპულ სახელმწიფოში ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინ მართავს ქვეყანას, არჩევნების გზით.
რუსული კანონის ხელმეორედ დაინიცირებით, ევროკავშირს „ოცნებამ“ უთხრა, რომ საქართველოში ამას ხალხი არა, ბიძინა განსაზღვრავს, ამიერიდან და დიდი ხნით…
ამიტომ, სინამდვილეში ღარიბაშვილმა რაც თქვა არის ის, რომ ივანიშვილი უარს ამბობს ევროპულ გზაზე.
შესაბამისად, არჩევანი, რომელიც საქართველომ უნდა გააკეთოს 2024-ში არის მარტივი – ან ევროპა ან ბიძინა და ”,- წერს სამადაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – არც ერთმა საელჩომ და დონორმა არ დაგმო ძალადობის შემთხვევები, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს „მშვიდობიანი”’ უწოდა – სამწუხაროდ, ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს