სალომე სამადაშვილი – როგორც ჩანს, საქართველოს არალეგიტიმურ რეჟიმს სგან უფლება ჰქონდა მიღებული, უკრაინის მხარდამჭერ კონვენციას შეერთებოდა, თუმცა ვნახოთ, ბოლომდე მიიყვანს თუ არა პროცესს – საჭიროა რატიფიცირება

საქართველოს დღევანდელმა არალეგიტიმურმა რეჟიმმა ამ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რადგან, როგორც ჩანს, ამაზე სგან უფლება ჰქონდათ აღებული, თუმცა ვნახოთ ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს თუ არა პროცესს – თუნდაც არალეგიტიმურმა პარლამენტმა რატიფიცირება უნდა გაუკეთოს შეთანხმებას, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ჰააგაში დიპლომატიურ კონფერენციაში მონაწილეობას გამოეხმაურა, სადაც უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის სადამფუძნებლო კონვენციას ხელი საქართველომაც მოაწერა.
მისივე თქმით, მაკა ბოჭორიშვილი ესწრება იმ შეხვედრას, რომელიც „მისივე ხელისუფლების აზრით, არის გლობალური ომის პარტიის თავყრილობა“.
„საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დაინახონ, რა მატყუარა, უსინდისო ხელისუფლებასთან აქვთ საქმე. ხელისუფლებასთან, რომელიც მათ უმტკიცებს, რომ გლობალური ომის პარტია აწარმოებს ომს ში და დასავლეთი არის ეს გლობალური ომის პარტია, როდესაც დასავლეთი ცდილობს დაიცვას საქართველოს მოქალაქეები მთავრობისგან, რომელიც მათ წინააღმდეგ იყენებს ძალას და მათ შორის უცნობ ქიმიურ ნივთიერებებს. მეორე მხრივ, ქალბატონი ბოჭორიშვილი ესწრება იმ შეხვედრას, რომელიც მისივე ხელისუფლების აზრით, არის გლობალური ომის პარტიის თავყრილობა.
ეს არის უპრინციპო ხელისუფლება, რომელიც როგორც სჭირდება, ისე საუბრობს. მუდმივად ატყუებს ქართველ ხალხს და რეალურად ჩიხში შეჰყავს საქართველოს ევროპული მომავალი ამ პოლიტიკით. ვფიქრობ, რომ საქართველოს დღევანდელმა არალეგიტიმურმა რეჟიმმა მიიღო მონაწილეობა ამ კონფერენციაში, რადგან, როგორც ჩანს, ამაზე უფლება ჰქონდათ რუსეთისგან აღებული. თუმცა ვნახოთ ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს თუ არა პროცესს. ყველას გვესმის, რომ თუნდაც არალეგიტიმურმა პარლამენტმა რატიფიცირება უნდა გაუკეთოს შეთანხმებას, რათა ჩაითვალოს, რომ ჩვენ სრულყოფილად ვმონაწილეობთ მასში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
შეგახსენებთ, მაკა ბოჭორიშვილმა ჰააგაში დიპლომატიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 34 ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დააფუძნეს. მას საქართველოც შეუერთდა, კონვენციას ხელი სწორედ მაკა ბოჭორიშვილმა მოაწერა.