სალომე სამადაშვილი – დასავლეთთან ურთიერთობების გასაფუჭებლად უკეთესს პერსონას, უკეთესს მონას, რომელიც ამ დავალებას ზედმიწევნით შეასრულებს, ვერ იპოვიდნენ და დაასახელეს მაკა ბოჭორიშვილი

იმისათვის, რომ დასავლეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო დიდ ჩიხში შევიდეს და კიდევ უფრო გაფუჭდეს, უკეთესს პერსონას, უკეთესს მონას, რომელიც ამ დავალებას ზედმიწევნით შეასრულებს, ალბათ, ვერ იპოვიდნენ და დაასახელეს მაკა ბოჭორიშვილი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე, მაკა ბოჭორიშვილის წარდგენას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „რეჟიმს სჭირდება, რომ რასაც საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალებს, თუთიყუშივით გაიმეოროს“.
„ილია დარჩიაშვილის საუკეთესო ინტერესებში იყო, რომ თვითონვე გადამდგარიყო და ამაზე მას არაერთხელ მოვუწოდე. რაც შეეხება ქალბატონ ბოჭორიშვილს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ის იყო ყურმოჭრილი, აბსოლუტური მონა, შემდეგ გადაბარდა ასევე, ყურმოჭრილ მსახურად ს რეჟიმს. იმ რეჟიმს, რომელსაც ერთადერთი, რაც სჭირდება, ისაა, რომ რასაც კობახიძე საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალებს, თუთიყუშივით გაიმეოროს. იმისათვის, რომ დასავლეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო დიდ ჩიხში შევიდეს და კიდევ უფრო გაფუჭდეს, უკეთესს პერსონას, უკეთესს მონას, რომელიც ამ დავალებას ზედმიწევნით შეასრულებს, ალბათ ვერ იპოვიდნენ და დაასახელეს მაკა ბოჭორიშვილი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.