სალომე სამადაშვილი – აშშ-ში საქართველოს ახალარჩეული ელჩის პირველი შეხვედრა დიპლომატიური დემარშით მისი დაბარება იყო

აშშ-ში საქართველოს ახალარჩეული ელჩის პირველი შეხვედრა დიპლომატიური დემარშით მისი დაბარება იყო იმის გამო, რომ საქართველოს დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლება ანტიამერიკულ რიტორიკას და პოლიტიკას აგრძელებს – შეუძლებელია, ოდნავ მაინც რაიმე დონის პროფესიონალიზმის მქონე სუს-ს არ სცოდნოდა, რა არის ეს ფინანსური გადარიცხვები, – ამის შესახებ დღეს “ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნების“ რეჟიმი საზოგადოებას და განსაკუთრებით საკუთარ ამომრჩეველს ატყუებს, რომ -სთან ურთიერთობების გადატვირთვის რესურსი ან სურვილი აქვთ.
„რეალურად ივანიშვილის ამოცანაა აშშ-სთან ურთიერთობები კიდევ უფრო დიდ ჩიხში შეიყვანოს. ამიტომ ეს რეჟიმი არც ერთ შანსს არ უშვებს ხელიდან იმისთვის, რომ ანტიამერიკული პროპაგანდა აწარმოოს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
“რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს და გამოხატეს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების გამო ღრმა შეშფოთება.
ტალიაშვილის დაბარება უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს “ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების“ შესახებ.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპიკერის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიბარა საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, რათა „სერიოზული წინააღმდეგობა გამოეთქვა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებიც აძლიერებენ მედიაში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც არასწორად ახასიათებს აშშ-ის მთავრობის რუტინულ ფინანსურ ტრანსფერებს აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლების მიმართ“.
სუს-ის უფროსმა მ 2025 წლის პირველ ოქტომბერს განაცხადა, რომ ტაილანდიდან ერთ-ერთი დიდი ქვეყნის საელჩოს „ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში“ და “დაახლოებით 95-98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს“.