სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარლამენტში, სესიის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ დეპუტატები მათი მისამართით ბოთლებს ისვრიდნენ

პარტია „ლელოს“ დეპუტატის, ს განცხადებით, პარლამენტში, სესიის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ დეპუტატები მათი მისამართით ბოთლებს ისვრიდნენ.
მისივე თქმით, უმრავლესობის მიზანია, რომ დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა არ შედგეს, რათა საზოგადოებამ სიმართლე არ გაიგოს.
„პარლამენტში სხდომა ძალადობით დაიწყო. ესენი არიან რუსების აგენტები, უკან სხედან „კაგებეს“ წარმომადგენლები და თავში ბოთლებს გვესვრიან, რომ დღეს აქ პარლამენტში განხილვა არ შედგეს.
აი, ამან დაიწყო დღეს ძალადობა {მაჭარაშვილმა}. ეს რუსის ჩმორები. პარლამენტში, სადაც გარშემორტყმული არიან პოლიციელებით, ძალიან მაგრები არიან. მეგობრებო, ამათთან უნდა დაიწყოს სერიოზული წინააღმდეგობრივი მოძრაობა, ეს ადამიანები, რომლებიც არიან მაგრად აქ, სადაც არიან უმრავლესობაში, სადაც პოლიცია და მილიცია ჰყავთ, რომელიც იცავს. მათმა შვილებმა უნდა ნახონ, როგორ ძალადობენ მათი მამები, დედები პუტინისტური რეჟიმის დასამყარებლად ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ