სალომე ზურაბიშვილს ცრუპენტელობა ახასიათებს – ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ს განცხადებას, რომ ანსამბლი „ფესვები“, რომელიც აჭარიდან პრეზიდენტის სასახლეში უნდა ჩასულიყო, გზიდან გააბრუნეს, ეხმაურება და ამბობს:
“საერთოდ, სალომე ზურაბიშვილის ადგილზე ბოლშევიზმზე ნაკლებად ვისაუბრებდი. შეიძლება შენ თავს დაარქვა ბოლშევიზმის წინააღმდეგ მებრძოლი, მაგრამ რეალურად შენი საქმით იყო ისეთ პარტიულ თუ პოლიტიკურ ფიგურებთან, რომლებიც ბოლშევიზმისა და ფაშიზმის ელემენტებს შეიცავენ თავის მოქმედებებსა და პოლიტიკაში. ასე რომ, ამ თემასთან დაკავშირებით, მგონი, არასწორი წარმოდგენა აქვს. რაც შეეხება ანსამბლის უკან გაბრუნებაში სუს-ის ჩართულობას, ეჭვი მეპარება. საერთოდ, ეს ცრუპენტელობა ახასიათებს ზოგიერთს. სალომე ზურაბიშვილს ძალიან ეშლება ტერმინებშიც და საქციელშიც.”