,, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემ შვილებს მამა” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს სალომე ზურაბუშვილის ,,ლე მონდისთვის” მიცემულ ინტერვიუსაც გამოეხმაურა:
,,მინდა ჯერ ერთი მივულოცო მას, რომ ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა გაზეთ ლე მონდისთვის მიცემულ ინტერვიუში. აბსოლუტურად სწორი აქცენტები თქვა რუსულ ოლიგარქიაზე, იმაზე, რომ ფსონი ამ რუს ოლიგარქს აქვს. […] ამავე დროს, ლე მონდი თავის სარედაქციო სტატიაში მოუწოდებდა სალომე ზურაბიშვილს გამოეყენებინა მისი შეწყალების უფლება, სხვათა შორის ამისკენ მოუწოდებდა მას პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს მეთაური, რომლებსაც ის შეხვდა ბოლო თვეების განმავლობაში. მე არ მინდა განსხვავებით მაკრონისგან, ზელენსკისგან, სხვა ლიდერებისგან ვინც ამისკენ მოუწოდებს ქალბატონ სალომეს რაღაც მოვთხოვო, უბრალოდ მინდა ვუპასუხო რამდენიმე პუნქტს რომელსაც ის ამბობს. ის ამბობს, რომ მე ვამბობ, რომ მე ვარ უკეთესად ფიზიკურად, მე ვარ უკეთესად, მე ვარ უკეთესად სულიერად, მე ვარ ძალიან მხნედ. […] რა თქმა უნდა, სულიერად ვარ უფრო მხნედ, ფიზიკურად, სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ რომ ვარ უკეთესად. ქალბატონი სალომე იძახის, რომ მე აღარ მაქვს სურვილი უცხოეთში გამგზავრების, საქმე იმაშია, რომ ეს არ არის ჩემ სურვილზე დამოკიდებული, სამწუხაროდ, ჩემი რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა, ეს ასეა და რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემ შვილებს მამა, და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში”