სალომე ზურაბიშვილმა მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვება ვარშავის უსაფრთხოების ფორუმიდან მიულოცა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, რომელიც ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში იღებს მონაწილეობას, მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და მის პარტიას საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
მისი თქმით, ეს არის არა მხოლოდ მოლდოვის, არამედ ევროპის გამარჯვებაც. ამბობს, რომ ეს არის სიგნალი საქართველოსთვისაც:
„აქედან მინდა მივულოცო ჩვენს მოლდოველ მეგობრებს მათი დიდი წარმატება, რომელიც გამარჯვებაა მათთვის. მინდა, პირადად მივულოცო მაია სანდუს, მაგრამ ეს ასევე გამარჯვებაა ევროპისთვის, დემოკრატიისთვის და ჩვენთვის, საქართველოსთვის.
ეს არის იმედის სიგნალი და გზავნილი, რომ დავრჩეთ მტკიცენი ჩვენს ბრძოლაში, კვლავ დავბრუნდეთ ევროპის გზაზე, რომელიც ერთად წამოვიწყეთ მ, მოლდოვამ და საქართველომ და ეს არ არის უბრალო დამთხვევა, რომ ს აგრესია, შეტევები სხვადასხვა ფორმით სწორედ ამ სამი ქვეყნის, სამი ასოცირებული ქვეყნის მიმართულებით ხორციელდება“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მოლდოვის საპარლამენტო ს წინასწარი შედეგებით, რომლებიც ხმების 99,87%-ის შეჯამებას ეფუძნება, “მოქმედების და სოლიდარობის პარტიის“ მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი 50,15%-მდე გაიზარდა, ხოლო „პატრიოტული ბლოკის“ 24,19%-მდე შემცირდა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, 29 სექტემბერს, მთავარი მომხსენებლის რანგში, სიტყვით მიმართა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის მონაწილეებს.
“ჩვენ დღეს ძალიან აქტუალურ საკითხზე ვსაუბრობთ, რომელიც ეხება ევროკავშირის გაფართოების საკითხს. და ჩემი მთავარი მესიჯი, რომელსაც აქ გავაჟღერებ, არის ის, რომ გაფართოება არის პოლიტიკური არჩევანის საკითხი ევროკავშირის წევრებისთვის, ეს არის პოლიტიკური არჩევანის საკითხი იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ აქ იყვნენ, მაგრამ ეს ასევე არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი ევროპისთვის, ევროპელებისთვის და მათთვის, ვისაც სჯერა, რომ მათი გზა და მომავალი არის ევროკავშირი.
ევროკავშირის გაფართოება არ არის მხოლოდ ახალი წევრების გაერთიანება, ეს არის ევროპული მოდელის დაცვა, დემოკრატიის მოდელის დაცვა“…
29 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს პანელურ დისკუსიაში “ევროკავშირი: გაფართოების მომდევნო ნაბიჯი”.
დისკუსიაში მონაწილეობენ საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადი, 2021–2023 წლებში მოლდოვის პრემიერ–მინისტრი ნატალია გავრილიცა, მონტენეგროს ვიცე–პრემიერი, საგარეო და ევროპულ საკითხთა მინისტრი ფილიპ ივანოვიჩი, უკრაინის პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, ს პრემიერ–მინისტრის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მიროსლავ ლაიჩაკი.
სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის, -ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, უკრაინისა და ლიეტუვის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრება ოფიციალურ ვახშამს, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს მიერ კონფერენციის მონაწილეების პატივსაცემად გაიმართება.
30 სექტემბერს იგეგმება სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში „გაუტეხავი ბრძოლა დემოკრატიული სუვერენიტეტისათვის მტრულ სამეზობლოში”. ამავე დღეს ის მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგება დისკუსიაზე ,,ქალები გლობალური უსაფრთხოების წინსვლისათვის“.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ირენე ფელინთან, ასევე საფრანგეთისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებთან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – გაბრაზებული ხალხი მოდის, რომ 13-წლიანი დანაშაულებისთვის უზურპატორს პასუხი აგებინოს და ვიღაც ჩვენი კოლეგა გამოდის და ამბობს: „რომელიღაც საარჩევნო უბანზე არ უშვებენ წარმომადგენელს ან აგიტატორს”