სალომე ზურაბიშვილმა, ის წითელი ნიშნულიც გადაკვეთა, რასთანაც წესით ძალიან ფრთხილად უნდა ჩაევლო – თამთა მეგრელიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა, ის წითელი ნიშნულიც გადაკვეთა, რასთანაც წესით ძალიან ფრთხილად უნდა ჩაევლო –
„ყოველთვის ვცდილობ ვიყო კორექტული ოპონენტების შეფასებაში, მაგრამ ეს წითელი ხაზია! ქალბატონო სალომე, თქვენ არ ხართ ქართველი, თქვენ ხართ ქართველის მტერი, ხართ უსინდისო, ამორალური ადამიანი!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.
მეგრელიშვილი ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას პატრიარქთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ცეცხლს ეთამაშება, როცა ქართველი ხალხის დასაცინად მორიგ ჯერზე დარტყმის ობიექტად ეკლესია და პატრიარქი აირჩია.
„საქართველოს, მაგრამ არა ქართველების პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ის წითელი ნიშნულიც გადაკვეთა, რასთანაც წესით ძალიან ფრთხილად უნდა ჩაევლო.
ის შეეხო პატრიარქს, მან ის პრორუსად გამოაცხადა და მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოქმედი მეთოდები ძველმოდურად შეგვირაცხა. ის უსირცხვილოდ აცხადებს, რომ ქართული ეკლესია პროდასავლურ რიტორიკას მიჰყვება და ამას უძლებს ქართველი ხალხი. მან გაბედა და ცოცხალი პატრიარქის შეცვლაზე დადო ფსონი და დესტრუქციულად მოქმედი ძალებისათვის საოცნებო საკითხი გააჟღერა გზავნილით – “ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”. ყოველთვის ვცდილობ ვიყო კორექტული ოპონენტების შეფასებაში, მაგრამ ეს წითელი ხაზია! ქალბატონო სალომე, თქვენ არ ხართ ქართველი, თქვენ ხართ ქართველის მტერი, ხართ უსინდისო, ამორალური ადამიანი! სხვაგვარად როგორ უნდა გაგებედათ პატრიარქის ასე ხსენება?!
საქართველოს პატრიარქი არის ქართველი ხალხის ძალა, ეკლესია არის ის საყრდენი რომელმაც ქართული სახელმწიფო შეინარჩუნა უახლეს ისტორიაში, თუნდაც ს სისხლიანი ცხრაწლიანი რეჟიმის დროს! ბრძენი პატრიარქი არის ყოველი მართლმადიდებლის იმედი და რწმენის მაგალითი, მას სხვა რელიგიური კონფესიის ადამიანებიც კი დიდ პატივს სცემენ და თქვენ, თქვენ ვინ ხართ რომ ამდენს ბედავთ და ამდენს გვიბედავთ?! ცეცხლს ეთამაშებით, როცა ქართველი ხალხის დასაცინად მორიგ ჯერზე დარტყმის ობიექტად ეკლესია და პატრიარქი აირჩიეთ. თქვენ მტრის დავალებით მოქმედებთ. დღეს კიდევ ერთხელ ღიად გააჟღერეთ იმ ჯგუფის საოცნებო სურვილები, რასაც პატრიარქის გადაყენება და მისი მოშორება ჰქვია. ვერ ეღირსებით, ხალხთან ერთად ქუჩაში გამოვალ და სასახლიდან გამოგათრევთ, ჯერ არ დამვიწყებია 2022 წლის 28 დეკემბერს შენს სასახლესთან შეკრებილ ხალხს და იქ ჩვენთან ერთად მდგარ შვილმკვდარ ოჯახებს როგორ მიმართე და როგორ მოგვექეცი,“ – წერს მეგრელიშვილი.
Previous: უკვე იმდენად შეაღწია ლგბტ პროპაგანდამ ყველა სფეროში, მათ შორის ხელოვნებაში, სოცქსელებში და ა.შ. რომ ამაზე საჭიროა ხმამაღლა საუბარი და განგაშის ზარების შემოკვრა

ასევე დაგაინტერესებთ

ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის “მაყუთს”!

სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!