სალომე ზურაბიშვილი – 9 აპრილის მნიშვნელობა არის ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერავინ დაემუქრება – ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს!

9 აპრილის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ დაემუქრება – ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს! – ეს განცხადება რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულებს ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„რაც არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ 9 აპრილს დიდი ტრაგედია დატრიალდა და ნამდვილად დიდი ტრაგედია დატრიალდა, ეს არის უზარმაზარი გამარჯვების დღე. ის დღე, როცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს და მის დამოუკიდებლობას ვერაფერი დაემუქრება.
ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე საქართველოსთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ამ დღის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ დაემუქრება, ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება