– 1991 წლის 13 იანვარს მამაცმა და ერთიანმა ლიეტუველმა ხალხმა დაიცვა დამოუკიდებლობა – ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველო დგას ლიეტუვასთან და მის ხალხთან ერთად

1991 წლის 13 იანვარს მამაცმა და ერთიანმა ლიეტუველმა ხალხმა დაიცვა დამოუკიდებლობა. ამ მნიშვნელოვან დღეს საქართველო დგას ლიეტუვასთან და მის ხალხთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელ X-ში წერს.
„საქართველო ყოველთვის გრძნობს ლიეტუვის ძლიერ მხარდაჭერას მის ევროპულ გზაზე“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ლიეტუვა 13 იანვარს თავისუფლების დამცველთა დღეს აღნიშნავს. 1991 წელს, 11-13 იანვარს საბჭოთა კავშირის სამხედრო შენაერთებმა დედაქალაქ ვილნიუსში ლიეტუვის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული დემონსტრაცია დაარბიეს, რის შედეგადაც 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე