ხალხმა, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და ახლა ამ [სამთავრობო] ტელევიზიებს უყურებს, არც იცის, რომ მათი მთავრობა იტყუება და მოტყუების შემდეგ ასევე შეურაცხყოფას აყენებს თავის პარტნიორებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ახლა ვხედავთ და თქვენც ხედავთ ტყუილებს, როდესაც [საქართველოს] ოფიციალური განცხადებები თქვენი ქვეყნების, თქვენი ზოგიერთი ქვეყნის პოზიციებს, აღწერენ საგარეო საქმეთა საბჭოს დროს, რომლებიც თქვენ განცხადებებით შეუსწორეთ. მაგრამ მინდა კარგი ამბავი გითხრათ – შესწორების ეს განცხადებები არ ქვეყნდება არც საზოგადოებრივი მაუწყებლის და, რა თქმა უნდა, არც სამთავრობო ტელევიზიების მიერ.
ასე რომ, ხალხმა, რომელიც მხარს უჭერს “ქართულ ოცნებას” და ახლა ამ ტელევიზიებს უყურებს, არც იცის, რომ მათი მთავრობა იტყუება და მოტყუების შემდეგ ასევე შეურაცხყოფას აყენებს თავის პარტნიორებს.
მნიშვნელოვანია საბოლოოდ გავიგოთ, რომ დღეს არ არის პოლიტიკის, პოლარიზაციის ან მთავრობის საკითხი, რომელმაც იმდენად გააფართოვა თავისი უფლებამოსილება, რომ რთულია ავტორიტარიზმის ვერ დანახვა. ეს რეალურად იმ რადიკალური არჩევანის შესახებაა, რომელიც ამომრჩევლებისადმი არჩევნების დროს იქნა წარმოდგენილი და ესაა კენჭისყრა საქართველოზე, მის მომავალზე და ნათელი უნდა იყოს, რომ ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ საქართველო არ მიიღებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ვინაიდან ეს არის ერთადერთი დემოკრატიული, პოლიტიკური გამოსავალი ამ ვითარებიდან,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
