სალომე ზურაბიშვილი ,,წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და „ოპოზიციურ რვიანთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, ს პრესსამსახური ,,წინააღმდეგობის პლატფორმისა“ და „ოპოზიციურ რვიანთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ,,წინააღმდეგობის პლატფორმა” არ დაშლილა, თუმცა მონაწილე პარტიების ლიდერების უმეტესობა „რუსული რეჟიმის“ ციხეშია, რაც შეეხება „ოპოზიციურ რვიანს“, განცხადებაში ნათქვამია, რომ ზურაბიშვილი მისი შექმნის არც ინიციატორი და არც მონაწილე არასოდეს ყოფილა, თუმცა არცერთი ოპოზიციური გაერთიანების მცდელობის წინააღმდეგი არ არის და არც იქნება.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შეიქმნა ,,წინააღმდეგობის პლატფორმა”, რომელიც არ დაშლილა, თუმცა მასში მონაწილე პარტიების ლიდერების უმეტესობა ამჟამად რუსული რეჟიმის მიერ ციხეშია გამოკეტილი.
რაც ეხება ოპოზიციურ რვიანს, რომელიც ,,წინააღმდეგობის პლატფორმის” შექმნის შემდეგ, მოგვიანებით ჩამოყალიბდა, პრეზიდენტი ზურაბიშვილი მისი შექმნის არც ინიციატორი და არც მონაწილე არასოდეს ყოფილა, თუმცა არცერთი ოპოზიციური გაერთიანების მცდელობის წინააღმდეგი არ არის და არც იქნება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია: წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატის პლაკატის დაზიანების საკითხზე პასუხისმგებლობას არეგულირებს საარჩევნო კოდექსი (არა სისხლის კოდექსი) და მისთვის გათვალისწინებულია 1000 ლარიანი ჯარიმა

ჯო უილსონი – „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია – განვიხილავთ, რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, რათა პასუხი აგებინოს, ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს