სალომე ზურაბიშვილი: ჩრდილში მყოფი ივანიშვილი ქვეყანას მოსკოვის ინსტრუქციებით მართავს

ივანიშვილი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ პარტიის ლიდერი – ასე პასუხობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, ოცნების დამფუძნებელზე დასმულ კითხვას.

“დოიჩე ველესთვის” მიცემულ ინტერვიუში, ზურაბიშვილი ივანიშვილს ჩრდილში ყოფ ლიდერად მოიხსნიებს, რომელიც ქვეყანას მოსკოვიდან მიღებული რუსული ინსტრუქციებით მართავს.

საერთაშორისო მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ საჭიროა “ოცნების”  წინააღმდეგ, ევროპამ წნეხი გაზარდოს.

ჟურნალისტი: ბევრი ამბობს, რომ რეალური მმართველი საქართველოსი არის , რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებელია. ეს მართალია? ის ერთადერთია ვინც იღებს გადაწყვეტილებებს? 

სალომე ზურაბიშვილი: ის უფრო მეტია. ახლა არავინ დარჩა მმართველ პარტიაში, 2012 წლის გუნდიდან პრემიერის გარდა, დანარჩენები იცვლებიან ერთიმეორის მიყოლებით. ის ერთადერთი ადამიანია ვინც სცენის მიღმა დგას და იშვიათად ჩანს საჯაროდ, მაგრამ ის იღებს გადაწყვეტილებას. 

ჟურნალისტი:  მაგრამ გამოდის, რომ ყველა მასზე ლაპარაკობს, რომ მაგრამ ის უჩინარია. ეს რას ნიშნავს, საიდან აქვს მას ეს ამხელა ძალაუფლება? 

სალომე ზურაბიშვილი: ყველა ბერკეტი ახლა მის ხელშია, ის მართავს მოსკოვის ინსტრუქციებით და მთავრობაში არ არის არავინ სხა ვისაც აქვს ქარიზმა ან პერსონალური პოზიცია. ის ცვლის პრემიერს, მინისტრებს, ის ცვლის ყველას მაგრამ თავად რჩება. 

ჟურნალისტი: სხვა რა არხებია, რითიც საქართველოში რუსული გავლენები ვრცელდება?
–  რუსული გავლენები ვრცელდება ხელისუფლების ხელით, უფრო სწორად ერთი ადამიანის ხელით, რომელიც მართავს და იღებს გადაწყვეტილებებს, ვრცელდება პროპაგანდისტული არხების მეშვეობით, ვრცელდება მცირე ჯგუფებით, რომლებით მოსკოვიდან ფინანსდება, რასაც რბილ ძალას ეძახიან. ასევე ქოლცენტრებით, რომელიც სთვის გამოიყენება და ვრცელდება ფულით. მათ შუეძლიათ იყიდონ ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს დაბალი შემოსავალი. ეს მარტივია ივანიშვილისთვის. 

ჟურნალისტმა სალომე ზურაბიშვილს კითხვა დასუვა მიხეილ სააკაშვილსი შესახებაც და ჰკითხა, არის თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარი.

ჟურნალისტი: ეთანხმებით თუ არა რომ არის პუტინის პირადი პატიმარი. 

სალომე ზურაბიშვილი: მე ეს არ ვიცი მაგრამ ვიტყოდი რომ  ყველა პატიმარი და მთლიანად საქართველო არის პუტინის ტყვეობაში. ეს პუტინია, რომელიც იტაცებს საქართველოს მოქალაქეებს, და საქართველოს ევროპულ მომავალს. ეს ახლა ხდება.

წყარო