ჩიმაევზე: წარმოუდგენელი უტიფრობა და კანონის დარღვევა!

„წარმოუდგენელი უტიფრობა და  კანონის დარღვევა!” – ასე ეხმაურება აქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, სადაც  ჩანს UFC-ის ჩემპიონი, რუსი, წარმოშობით ჩეჩენი ხამზატ ჩიმაევი, რომელიც თბილისში ავტომანქანით გადაჭარბებული სისწრაფით გადაადგილდება.

„წარმოუდგენელი უტიფრობა! და ასეთ აშკარა კანონის დარღვევას და ტირაჟირებას არ უნდა მოჰყვეს დაჯარიმება და მართვის უფლების ჩამორთმევა? თუ კადიროვობა ინდულგენციაა!“ – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.

UFC-ის ჩემპიონი ხამზატ ჩიმაევი საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, გავრცელდა მისი და თბილისის მერის კახა კალაძის შეხვედრის კადრებიც. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თბილისში ახალი მანქანა, „ფერარი“ აჩუქეს. ეს კადრები კახა კალაძის ინსტაგრამის გვერდზეც არის გამოქვეყნებული.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ