სალომე ზურაბიშვილი – ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები – როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ და რასაც წარვუდგენ მოსახლეობას

მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები. როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს არჩევნებამდე მობილიზებულად მიიყვანს.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, “უახლოესი მომავალი არჩევნებისთვის მობილიზაციაა, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ, იმისთვის, რომ სამშობლო სამშვიდობოსა და ევროპულ გზაზე გავიყვანოთ.“
„დღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი. ამისთვის მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები. როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ. რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას. ყველამ იცის, რომ ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს არჩევნებამდე მობილიზებულად მიიყვანს. რომელიც ამ არჩევნებით თავის გზაზე დააბრუნებს საქართველოს. ჩვენი უახლოესი მომავალია მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ, იმისთვის, რომ სამშობლო სამშვიდობოსა და ევროპულ გზაზე გავიყვანოთ.
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს, რომლებიც მეგობრები არიან პირველივე დღიდან, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა. რომლებიც ყოველდღე გვეხმარებიან, მოგვცეს შანსი, რომ მივიღოთ ვიზალიბერალიზაცია, ასოცირება, კანდიდატის სტატუსი. მეგობრები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, იქნებიან ჩვენს გვერდით, როგორც კი ჩვენ ჩვენს გზას დავუბრუნდებით“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო კირთაძე: საქართველოში ერთი „ბოსტანია“ ბიძინა ივანიშვილის და ბიძინა ივანიშვილი ბიძინა ივანიშვილს უსაფრთხოების სხდომის ფარგლებში დაელაპარაკება თუ საკუთარ დენდროლოგიურ პარკში, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს

„სიკვდილი ამერიკას! სიკვდილი ისრაელს!“ – რუსეთში ირანის საელჩოსთან აშშ-ისრაელის მიერ ერთობლივი სამხედრო ოპერაციისას ლიკვიდირებული აიათოლა ალი ხამენეის პორტრეტებითა და ყვავილებით შეიკრიბნენ (ვიდეო)

გიგი წერეთელი – ვერ დავადასტურებ, რომ ფაშინიანი ან სომხეთი იქნება მთავარი მომრიგებელი დასავლეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეული როლის თამაში სთხოვოს „ქართულმა ოცნებამ”