სალომე ზურაბიშვილი – ჩვენთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია

ჩვენთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია. ეს არ არის პროცედურის საკითხი, ან მოწონება არ მოწონების საკითხი. არჩევანი არ არსებობს. გაფართოება ევროკავშირისთვისაც ეგზისტენციალური საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა.
„თუ შევხედავთ გლობალურ სურათს, ჩვენ დავინახავთ, რომ არამხოლოდ შეიჭრა უკრაინაში, ემუქრება ჩვენს ქვეყნებს კიბერთავდასხმით, ჰიბრიდული ომით, არამედ თანამგზავრულ ომში სურს შესვლა, რომელიც ჩვენი ქვეყნების კომუნიკაციას და ლოჯისტიკას დაემუქრება. ჩვენ შიგნით მეტი უნდა გავაკეთოთ და მე საუბარი მაქვს საქართველოზე, რომ დავაჩქაროთ რეფორმები, მაგრამ არაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყველას ერთად, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ვიდგეთ ერთად, ვიყოთ ერთიანი, მეტად დემოკრატიულები და ერთად დავუპირისპირდეთ ავტოკრატიის ალიანსს, რაც ასაზრდოებს ტერორიზმს, კიბერთავდასხმებს – ყველა საფრთხეს, რომელიც ერთი მიმართულებიდან მომდინარეობს”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)