სალომე ზურაბიშვილი – ჩემს ქვეყანას, საქართველოს, შეუძლია გაიზიაროს უკრაინელი ხალხის რთული მდგომარეობა, ვინაიდან ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ჩემს ქვეყანას, საქართველოს, შეუძლია გაიზიაროს უკრაინელი ხალხის რთული მდგომარეობა, ვინაიდან ბუჩამდე იყო – როგორც ფილმის სათაურშია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიაში მიმდინარე მშვიდობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომი უკვე 800 დღეზე მეტია მიმდინარეობს.
„უდანაშაულო სიცოცხლეების დაკარგვის, გაჩანაგებისა და ეკონომიკური განადგურების 800 დღე. 800 დღე რაც უკრაინელები თავისუფლებისთვისა და თავიანთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ ასევე მთლიანად ევროპის თავისუფლებისთვისა და უსაფრთხოებისთვის იბრძვიან. და ამის მიღმაც, [იბრძვიან] დემოკრატიის იდეალებისთვისა და კანონის უზენაესობის შენარჩუნებისთვის ან აღდგენისთვის.
ჩემს ქვეყანას, საქართველოს, შეუძლია გაიზიაროს უკრაინელი ხალხის რთული მდგომარეობა, ვინაიდან ბუჩამდე იყო აფხაზეთი – როგორც ფილმის სათაურშია. და კი, უკრაინის წინააღმდეგ ომამდე საქართველოს წინააღმდეგ ომი იყო, არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციამდე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია იყო.
ასე რომ, ჩემს ქვეყანას შეუძლია გაიზიაროს ის რთული მდგომარეობა, რომელშიც ცხოვრობს – ბავშვების იძულებით გადაადგილება. ჩემს ქვეყანას შეუძლია გაიზიაროს არასტაბილურობასა და კონფრონტაციაზე შფოთვა, რომელიც რუსეთმა შავ ზღვაში მოიტანა თანამშრომლობისა და ურთიერთდაკავშირებულობის ნაცვლად, რომელზეც ჩვენ ყველანი ვფიქრობთ.
შავი ზღვრის მილიტარიზაცია, როდესაც ახალი დამატებითი საზღვაო ბაზის გახსნას გეგმავს საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში.
ჩემს ქვეყანას შეუძლია გაიზიაროს შფოთვა ბირთვულ უსაფრთხოებაზე, ვინაიდან ჩერნობილის კატასტროფის შედეგები გამოვცადეთ.
ყველა ამ მიზეზის გამო, შეგვიძლია გავიზიაროთ რწმენა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა შეწყდეს და გზა უნდა მიეცეს მშვიდობას უკრაინაში და მშვიდობას ევროპაში. ეს შეიძლება მხოლოდ მაშინ მოხდეს, თუ დღეს შემუშავებული წინასწარი ნაბიჯების გარდა, რუსეთი გაიაზრებს, რომ მას საზღვრები აქვს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, და ჰყავს მეზობლები, როგორც ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, და რომ საერთაშორისო საზოგადოება, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა შესაძლოა მხოლოდ მაშინ არსებობდეს, როდესაც დიდი ქვეყნები აღიარებენ თავიანთ მეზობლებს, პატივს სცემენ თავიანთ მეზობლებსა და მათ ტერიტორიულ მთლიანობას.
დიდება უკრაინას,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე თვალჭრელიძე – ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი