სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. შეხვედრა შვეიცარიაშ, უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შედგა.
როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, შეხვედრაზე საქართელოში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს. ასევე, ზურაბიშვილმა შარლ მიშელს ქართული ქარტიის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
“განვიხილეთ საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი და ნაბიჯები ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად; ვისაუბრეთ საქართველოს ქარტიაზე, საქართველოს საგზაო რუკაზე, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის რეკომენდაციებს”, – წერს პრეზიდენტი.