: ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტი,  თავის X-ზე 19 ნოემბრის აქციის მონაწილეების დარბევისა და დაკავების ფაქტებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს.

“ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ [მიმდინარეობს] სადამსჯელო ღონისძიებები: პოლიციის მიერ ცემა, დაკავება და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით მუქარა.

ამ გოგონას ბრალად ედება ხუთ პოლიციელზე თავდასხმა!!!” – წერს ზურაბიშვილი თავის X-ზე და აქვეყნებს აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ლიზი თირქიას სურათს. ლიზი თირქიამ რამდენიმე საათით ადრე თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაურეკეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და უთხრეს, რომ აქციაზე 5 პოლიციელს დაესხა თავს, გაიქცა და იმალება.

2003 წელს დაბადებული მათე დევიძე სამართალდამცველებმა პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება