უნდა დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და დატოვოს ის პოზიცია, რომლის ვადა კონსტიტუციის მიხედვით 30 დეკემბერს ამოიწურება

სალომე ზურაბიშვილი უნდა დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას და უნდა დატოვოს ის პოზიცია, რომლის ვადა კონსტიტუციის მიხედვით 30 დეკემბერს ამოიწურება, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ.
„ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ დღეს მოქმედმა პრეზიდენტმა გაიხანგრძლივოს მისი ყოფნა ამ პოზიციაზე. ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური განცხადებები, ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ რაღაც მუხტი შეიქმნას საზოგადოებაში. სალომე ზურაბიშვილმა თავისი პოზიცია გვაჩვენა ჯერ კიდევ არჩევნებამდე, როდესაც დაიწყო მოლაპარაკებები ოპოზიციურ პარტიებთან, არჩევნების შემდგომაც, როდესაც ინფორმაციის გარეშე გაყალბებულად გამოაცხადეს. დღეს აშკარად ჩანს, რომ არანაირი ძალა, არანაირი მუხტი არ არსებობს, რომელიც შეძლებს ძალადობრივი წესით შეცვალოს საქართველოში ხელისუფლება“, – აღნიშნა პაატა სალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში