სალომე ზურაბიშვილი უკრაინის მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც 15-16 ივნისს უკრაინის მშვიდობის სამიტი იმართება. სამიტის მიზანია ში სამართლიანი და ხანგრძლივი სამშვიდობო პროცესის წამოწყება და შემდგომი ნაბიჯებისთვის ინიციატივების ჩამოყალიბება.
სალომე ზურაბიშვილი სამიტში მონაწილეობის მისაღებად უკრაინის პრეზიდენტმა, მ მიიწვია.
”მშვიდობის სამიტი საშუალებას მისცემს გლობალურ უმრავლესობას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ისეთ სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია მსოფლიოში ყველასთვის: ბირთვული და სასურსათო უსაფრთხოება, სამხედრო ტყვეების და ყველა დეპორტირებული პირის, განსაკუთრებით დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების, დაბრუნება”, – თქვა შვეიცარიაში ჩასილმა ზელენსკიმ 15 ივნისს მედიასთან.
რადიო თავისუფლება გასული დღეების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან უშედეგოდ ცდილობდა იმის გარკვევას, მიიღებენ თუ არა ამ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს მთავრობის წევრებიც.

შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ინფორმაციით, მშვიდობის გლობალურ სამიტში ასამდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს – პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების – დონეზე იქნება წარმოდგენილი. კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების – ძირითადად საგარეო უწყებების ხელმძღვანელების – დონეზე იქნება წარმოდგენილი. 6 ქვეყანა ელჩებს გააგზავნის: ინდონეზია, , არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთ აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია. ბრაზილია და დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილე სტატუსში იქნებიან.
ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს , რომელიც არც ყოფილა მიწვეული და ჩინეთი, რომელმაც მონაწილეობაზე უარი თქვა.
ფორუმი