სალომე ზურაბიშვილი – საზოგადოებას პირდაპირ ავუხსნი ვრცლად და ნათლად, რა იქნება ჩემი პოზიცია იმის მერე, რაც არალეგიტიმურ პარლამენტი არალეგიტიმურ პრეზიდენტს აირჩევს – გაიგებთ დროულად

საზოგადოებას პირდაპირ ავუხსნი ძალიან ვრცლად და ძალიან ნათლად, რა იქნება ჩემი პოზიცია იმის მერე, რაც არალეგიტიმურ პარლამენტი აირჩევს არალეგიტიმურ პრეზიდენტს , – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
აღნიშნულის მან უპასუხა კითხვას, რას გულისხმობდა მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, სადაც აღნიშნავდა, რომ არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს და მისი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი.
„ამის დრო მოვა… არაერთი საჯარო სიტყვა მექნება და საზოგადოებას პირდაპირ ავუხსნი ძალიან ვრცლად და ძალიან ნათლად, რა იქნება ჩემი პოზიცია იმის მერე, რაც არალეგიტიმურ პარლამენტი აირჩევს არალეგიტიმურ პრეზიდენტს. {გეგმას} გაიგებთ დროულად“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება