– „რუსულმა რეჟიმმა“ იზოლაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა

„რუსულმა რეჟიმმა“ იზოლაციისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, X-ზე წერს.
„ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების გაუქმების“ შესახებ გადაწყვეტილება კანონად აქცევს იმ მკაცრ შეზღუდვებს, რომლებმაც გასული წლის ოქტომბერში ასობით ათას ადამიანს ხმის მიცემაში ხელი შეუშალა. კიდევ ერთი ნაბიჯი საზოგადოების ტოტალური კონტროლისკენ, როგორც საზღვრებს შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ასევე, მისი თქმით, „ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტისა და ანტიკორუფციული სააგენტოს გაუქმება ერთპარტიული სისტემის მიერ სრული კონტროლისკენ გადადგმული სიმბოლური ნაბიჯებია“.
„ეს სააგენტოები დამოუკიდებლები არ ყოფილან, მაგრამ ახლა საერთოდ აღარ არსებობენ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესების გამკაცრებაზე – ახალი საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – დამოუკიდებელი საკონსტიტუციო სასამართლო რომ არსებობდეს, ამ კანონს გააუქმებდა

ირაკლი ფავლენიშვილი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე – პოლიტიკოსების მიმართ ნათქვამი, შიში დაძლიეთო, ყველას გვეხება, ვინც თავისუფლებაზე ვართ – აქ მხოლოდ „ნაცმოძრაობაზე“, „ახალზე“ ან „ლელოზე“ და გახარიაზე არ არის საუბარი