სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას შეუერთდა.
პრეზიდენტი რამდენიმე წუთში სიტყვით გამოვა და აქციის მონაწილეებს მიმართავს. მანამდე აქციაზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი, ამ წუთებში კი ევროკავშირის ჰიმნი სრულდება.
სცენა თბილისის კლასიკური გიმნაზიასთან არის განთავსებული.
მანამდე მანქანას, რომელშიც რუსთაველის გამზირზე სცენის მოსაწყობად საჭირო აპარატურა იყო მოთავსებული, რუსთაველის გამზირზე გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა მოგვიანებით ავტომობილი ტერიტორიაზე შეუშვეს.
ცნობისთვის, მოქალაქეები უკვე 25-ე დღეა საპროტესტო აქციებს მართავენ. პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა აქციების პერიოდში დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ახალი ს დანიშვნა. ცნობისთვის, მასშტაბური აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა ბესელია – რატომ ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა იტვირთოს ყველას როლი? ვინმეს ხომ არ დასჯის და სანქციებს დააწესებს? ცდილობს, იყოს გამაერთიანებელი და ვისთანაც ხერხდება, ხერხდება – თავად გააკეთონ უკეთესად, რაც არ მოსწონთ