სალომე ზურაბიშვილი: „რუსეთი ერთად უნდა შევაჩეროთ, ეს ევროკავშირის ინტერესშიცაა“

საქართველოს პრეზიდენტო , რომელიც მონაწილეობს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, კითხვაზე, რატომ არის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა ასე მნიშვნელოვანი, პასუხობს, რომ ეს არის დღეს საქართველოს უმთავრესი საჭიროება, უსაფრთხოება და ერთადერთი პერსპექტივაც ქვეყნისთვის, რომელიც მუდამ იზიარებდა ევროპულ ღირებულებებს.
თუმცა მისი სიტყვებით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოებაა, რასაც ზურაბიშვილის სიტყვებით, ევროკავშირიც უნდა გრძნობდეს.
„წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა ომი ში დღეს, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრები რომ არ იყვნენ? წინა გაფართოებამ ევროკავშირისთვის უსაფრთხოება უზრუნველყო და მომავალი გაფართოებაც, ჩვენი მონაწილეობით, იქნება დამატებით უსაფრთხოება ევროკავშირისთვის და ჩვენთვისაც. ეს არის სოლიდარობა და საერთო ღირებულებები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველომ პრეზიდენტმა ასევე შენიშნა, რომ არის კიდევ ერთი საკითხი, შავი ზღვის უსაფრთხოების რაზეც „საკმარისად არ ვლაპარაკობთ“, კი აგრძელებს იმ გეგმის შესრულებას, რაც მიზანდ დაისახა 2007 წელს, რომ დასავლეთს არ მისცემდა შავ ზღვასთან მიახლოების შესაძლებლობას.
„რა მოხდა 2007 წლის შემდეგ ყველამ ვნახეთ, 2008 წელს – საქართველო, შემდეგ ს ნახევარკუნძული, შემდეგ ომი უკრაინაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ორმხრივი ინტერესია, ერთად შევაჩეროთ რუსეთი, რომ ის შავ ზღვაზე ერთადერთ ძალად არ იქცეს. ეს მნიშვნელოვანია მომავლისთვის და კომუნიკაციებისთვის, რომელთა მნიშვნელობა მომდევნო წლებში გაიზრდება, ასევე ტრანსპორტის და ენერგოუსაფრთხოებისთვის. ასე რომ, ჩვენ ამის პრევენცია უნდა მოვახდინოთ“.
მიუნხენის უსაფრთოების კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში სახელწოდებით„უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“.
ამ პანელში ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მრჩეველთა საბჭოს წევრი და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი, დიპლომატიური მრჩეველი ემანუელ ბონი.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და წელს მისი 60 წლის იუბილე აღინიშნება. მასში მსოფლიო ლიდერები ყოველწლიურად მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებისთვის.
2023 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოს იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი მონაწილეობდა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 16 თებერვალს დაიწყო და დღეს დამთავრდება. მასში მონაწილეობას დაახლოებით 50 სახელმწიფო მეთაური იღებს.

ასევე დაგაინტერესებთ