სალომე ზურაბიშვილი – რუსეთის ჰიბრიდული ომი მოლდოვაში წარმატებას ვერ მიაღწევს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ მაია სანდუს გუნდს „გადამწყვეტ გამარჯვებას“ უსურვებს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ს ჰიბრიდული ომი მოლდოვაში წარმატებას ვერ მიაღწევს“.
„ვუსურვებ მაია სანდუს გადამწყვეტ გამარჯვებას. საქართველო იმავე ბრძოლაშია დემოკრატიისა და ევროპისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
მოლდოვაში საპარლამენტო მიმდინარეობს. მოლდოველები პარლამენტის 101 წევრს ოთხი წლის ვადით აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობს ერთი პარტია, ოთხი საარჩევნო ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი. პარტიებისთვის ბარიერი 5%-ია, ბლოკებისთვის – 7%, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის – 2%.
დასავლური მედია წერს, რომ მოლდოვას „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ მიერ კონტროლირებადი პარლამენტი ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას. პრორუსული უმრავლესობის მქონე კოალიცია ან პარლამენტი კი ამ ძალისხმევას გაჭიანურებულ პოლიტიკურ ბრძოლად გადააქცევს.